ახალი ამბები
"მანქანებზე მიახეთქეს ჩვენი თანამებრძოლები, არ ინდობდნენ ქალებსაც" - პოლიციამ აქცია დაარბია
FaceBook

რიონის ხეობაში შეკრებილი მშვიდობიანი აქტივისტები პოლიციამ დაარბია.



"ჩვეულებრივ ვათენებდით ღამეს. მოულოდნელად კომპანია "ენკას" მანქანები დაიძრნენ ხეობის მიმართულებით. ჩვენ გაცხადებული გვქონდა, რომ მათ არ გავატარებდით.

შესაბამისად, დადგნენ ბიჭები გარეთ. ხელები ქონდათ სპეციალურად ზემოთ აღმართული მშვიდობის ნიშნად და არ ატარებდნენ მათ. ამას მოჰყვა პოლიციის მხრიდან ჩვენი დარბევა.

მანქანებზე მიახეთქეს ჩვენი თანამებრძოლები, არ ინდობდნენ ქალებსაც. ვიღაცეები, ლამის დანთებულ ცეცხლში ჩაცვივდნენ. ახლა ამ ტერიტორიიდან ვიშლებით და მივდივართ გუმათზე, სადაც კარვები გვაქვს გაშლილი. ხვალ ისევ შევიკრიბებით.  არ გამოვა ისე, რომ საერთოდ სახლებში წავიდეთ. პროტესტი გრძელდება", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

მისივე თქმით, დაკავებულია რამდენიმე პირი, რომელიც პოლიციამ,  სავარაუდოდ, განყოფილებაში გადაიყვანა. 

ხეობის მცველები და აქტივისტები გუმათჰესისკენ მიდიან და იქ გაშლილი კარვებში პროტესტის 171-ე ღამეს გაათენებენ. რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი ამდრომდე რჩებიან კომპანია "ენკას" ოფისთან.

ასევე, პოლიციის დიდი რაოდენობა აკონტროლებს ე.წ. საზღვარს, რომელიც გუმთჰესთან აქვთ მოწყობილი.

 

Print