ახალი ამბები
"აგვიხსნან რის საფუძველზე არ გვეძლევა გადაადგილების უფლება" - უწყვეტი პროტესტი რიონის ხეობაში
FaceBook
რიონი ხეობის მცველები, რომლებიც ამ წუთებში გუმათჰესთან საპროტესტო აქციას მართავენ, გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ახსნა- განმარტებას ითხოვენ.

"მოვიდეს პოლიციის წარმომადგენელი და აგვიხნას, რომელი კანონის საფუძველზე არ გვეძლევა სოფელ ნამოხვანში შესვლის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში გზას გადავკეტავთ", - განაცხადა აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა.


გუმათჰესთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ორი დღეა,  სიტუაცია უცვლელია. ტერიტორია გადაკეტილი აქვთ სამართალდამცვლებს, რომელთა უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული.

სოფელ ნამოხვანში სამართალდამცავებმა აქტივისტების ყველა კარავი აიღეს და ადგილი ტრაქტორით გადახნეს. კარვების აღების მიზეზად პოლიციამ ის დაასახელა, რომ არსებობდა მდინარე რიონის ადიდების საფრთხე, რის გამოც აქტივისტებს მდინარის სანაპიროზე გაშლილი კარვები უნდა დაეტოვებინათ.

ხეობაში ვითარება 3 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ენკას" ახალი დირექტორი პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ მას შემდეგ განახლდა გიგანტური ჰესების სამშენებლო სამუშაოები. 3 აპრილიდან განთავსდა ე.წ. პოლიციის ბლოგ საგუშაგო სოფელ გუმათთან, სადაც არავის უშვებენ.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ამავე თემაზე:

"მოთხოვნები არის უცვლელი" - რიონის ხეობაში ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან

Print