ახალი ამბები
კომენდანტის საათის დროს მაღაზია გაქურდეს
FaceBook
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე  კომენდანტის  საათის დროს მაღაზია გაქურდეს.

ჩამსხვრეულია  მაღაზიის ვიტრინა და წაღებულია ფული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ორი დღის წინ ამავე ქუჩაზე  ავტომანქანებიც გაქურდეს.

აღსანიშნავია, რომ ორი თვეა სამანქანო გზა გადაკეტილია, რადგან გზის მოწყობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ამ ქუჩაზე მომრავლდა კრიმინალი. საინტერესოა, რატომ ვერ აკონტროლებენ კომენდანტის საათის დროს მაინც ამ ამბავს", - ამბობენ  წერეთლის ქუჩის მკვიდრები.

ფაქტზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.



Print