ახალი ამბები
დაპირისპირება რიონის ხეობაში - პოლიცია ადგილობრივებს ნამოხვანში არ უშვებს (ვიდეო)
FaceBook
რიონის ხეობაში, გუმათჰესთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას ქონდა ადგილი.
ადგილზე მობილიზებულმა უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდაცავებმა რიონის ხეობის "მცველებს" და მათ მხარდამჭერებს სოფელ ნამოხვანში შესვლის უფლება არ მისცა.



მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ვერ მოახერხეს პოლიციის კორდონის გარღვევა და გუმათჰესთან მოწყობილი პოატის გადალახვა, მათ კომპანია ენკას ოფისთან გადაინაცვლეს. აქცია ახლა უკვე ოფისთან მიმდინარეობს.


"არავის ეგონოს, რომ ეს პროექტი გამხორციელდება და ჰესი აშენდება. დაივიწყონ ეს და ამოიგდონ თავიდან. ეს არ მოხდება, იმიტომ, ჩვენ ვდგავართ აქ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ადამიანებს, შეუერთდნენ.

საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 11 აპრილს აქციის ორგანიზატორები ნამოხვანში, სადაც კარვები იყო გაშლილი, პოლიციამ არ შეუშვა.

სამართალდამცავებმა ნამოხვანში აქტივისტების ყველა კარავი აიღეს. მიზეზად კი პოლიციამ ის დაასახელა, რომ არსებობდა მდინარე რიონის ადიდების საფრთხე, რის გამოც აქტივისტებს მდინარის სანაპიროზე გაშლილი კარვები უნდა დაეტოვებინათ.

იმავე საღამოს გუმათჰესთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეებს, რომლებმაც გზა ჩაკეტეს და ნამოხვანში გადაადგილების ნებართვას ითხოვდნენ, პოლიციამ გზის გასახსნელად ნახევარსაათიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროპორციული ძალის გამოყენება დააანონსა.

გუმათჰესთან აქცია 16:00 საათზეა დაგეგმილი.

პოლიციას ჩაკეტილი აქვს ნამახვანთან მისასვლელი გზაც. პარალელურად მიმდინარეობს სამი დღის წინ მდინარე რიონში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები.

ხეობაში ვითარება 3 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ენკას" ახალი დირექტორი პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ მას შემდეგ განახლდა გიგანტური ჰესების სამშენებლო სამუშაოები. 3 აპრილიდან განთავსდა ე.წ. პოლიციის ბლოგ პოსტი სოფელ გუმათთან, სადაც არავის უშვებენ.
Print