ახალი ამბები
"შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია“ - სოლიდარობის აქცია თბილისში
FaceBook
„შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია“, — ამ სახელმწოდებით 12 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან სოლიდარობის აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები არიან  — „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC), „მწვანეები“ და პლატფორმა სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის.

„მთავრობამ გუშინ დატრიალებული ტრაგედია გამოიყენა ინსტრუმენტად, რომ დაეშალა კარვების ბანაკი, სადაც 170 დღეა ხალხი სახელმწიფოს ღირსებას მათ მაგივრად იცავს. როგორც ჩანს ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს უსამართლო ნაბიჯი კი არ შეანელებს, არამედ გააძლიერებს წინაღმდეგობას. 16:00 საათზე შევიკრიბოთ მთავრობის კანცელარიასთან რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად და მოვითხოვოთ: შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია!!! ბრძოლას ვერ შეაჩერებთ!“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

რიონის ხეობაში 11 აპრილი ერთ-ერთი დაძაბული დღე აღმოჩნდა. "მცველების" ნების საწინააღმდეგოდ პოლიციამ კარვები დაშალა. ასევე, შეუზღუდეს როგორც ადგილობრივებს ასევე, ჟურნალისტებსაც სოფელ ნამოხვანში გადაადგილების უფლება.

ხეობაში  ვითარება 3 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ენკას" ახალი დირექტორი პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ მას შემდეგ განახლდა  გიგანტური ჰესების სამშენებლო სამუშაოები. 3 აპრილიდან  განთავსდა ე.წ. პოლიციის ბლოგ პოსტი სოფელ გუმათთან, სადაც არავის უშვებენ.


Print