ახალი ამბები
მდინარე რიონში მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება
FaceBook
მდინარე რიონში მესამე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, რომელიც 10 აპრილს მდინარეში გადახტა.

სამძებრო ღონისძიებაში ჩართულია როგორც მაშველები ასევე , მყვინთავებიც. სამძებრო ოპერაციაში მაშველების სხვადასხვა რეგიონდან ჩართვა გახდა საჭირო.

როგორც ადგილზე ამბობენ, მამაკაცი ჰესის მოწინააღმდეგეებს ორი დღის წინ შეუერთდა. მას კარგად არც იცნობდნენ. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში არ იყო. ის სხვებთან ერთად ტრაპეზობდა, რის შემდეგაც გარეთ გავიდა, მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მოაწოდა, რის შემდეგაც წყალში შევიდა. მისი დაკავება ვერ შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.


ამავე თემაზე:

მდინარე რიონში მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება




Print