ახალი ამბები
"კარვების აღებით პროტესტს ვერ გააჩერებთ"
FaceBook
რიონის ხეობის "მცველები" იმერეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ.
"ნამოხვანში პროტესტი  არ გაჩერდება.  კარვების აღებით პროტესტს  ვერ გააჩერებთ. შეგვხვდეს ის ვინც ეს ბრძანება გასცა. მოგვეცეს საშუალება  რომ ჩვენი ნივთები  მშვიდად და წყნარად სხვა ალტერნატიულ ადგილზე გადავიტანოთ. 

მოგვეცით  საშუალება, იმ თანამებრძოლებს გავესაუბროთ, რომლებიც თვეები კარვებში არიან. რატომ  იწვევთ ხალხს, რატომ იწვევთ პროვოკაციას. ხუთი შვილი მყავს და აქ ვარ ვდგავარ. აქ ვიდგები მთელი ცხოვრება, ვიდრე სიმართლეს არ მივაღწევთ. უნდა გესმოდეთ, რომ გუშინ დატრიალებული ტრაგედიის გადატანა და გადახარშვა უნდა გვაცადოთ. სირცხვილი თქვენ!",
- მიმართავენ ხეობის "მცველები" პოლიციელებს, რომლებიც გუმათში  არიან შეკრებილები.  

"ლოცვის მეტს და  ერთმანეთის გაფრთხილების მეტს არაფერს ვაკეთებდით. რა ალკოჰოლი, რას ამბობთ, მართლა ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული?!  ალკოჰოლი ჩაგვიდეთ ბიჭო! სირცვილი თქვენი"



ხეობის "მცველების" ნაწილი სოფელ გუმათში არიან შეკრებილები, ადგილზე სადაც პოლიციას "საგუგაშო" აქვს გახსნილი. სამართალდამცველები სოფელ  ნამოხვანში შესვლის უფლებას როგორც ადგილობრივებს, ასევე, არც ჟურნალისტებს არ აძლევენ.  

ცოტა ხნის წინ ნამოხვანში პოლიციამ  „რიონის ხეობის მცველთა“ კარვების დაშლა. ადგილობრივების თქმით,  პოლიცია ცდილობს შექმნას იმიტაცია, რომ კარვებში ალკოჰოლური სასმელები იქნა ნაპოვნი. 

რიონის ხეობაში მერე დღეა ხეობის ერთ-ერთ აქტივისტს, რომელიც მდინარეში გადახტა, ეძებენ. 

რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ. სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. ადგილობრივების ინფორმაციით, გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

ასევე ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცველები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ იმ პირებს, რომლებიც შესაძლოა, ხეობის მცველ აქტივისტებს შეუერთდნენ.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკას“ ახალი დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.


ამავე თემაზე:

"ჩვენი კარვების დარბევას აპირებენ" - რიონის ხეობის "მცველი"
შსს რიონის ხეობიდან კარვების აღებაზე განცხადებას ავრცელებს


Print