ახალი ამბები
ზესტაფონში მეწყერმა გზა წაიღო
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ბატონიშვილის ქუჩაზე სავალი გზის ნაწილი, რომელიც ზესტაფონთან ოთხ სოფელს აკავშირებს მეწყერმა წაიღო.

გზის სავალი ნაწილის დაიზანების მიუხედავად, ზესტაფონში მოძრაობა არ არის პარალიზებული და გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ზესტაფონში შემთხვევის ადგილზე იმყფებიან იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლები.

როგორც იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, მუნიციპალიტეტებში შექმნილია საგანგებო ჯგუფები, რომლებიც იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად,  რეგიონში შექმნილი სიტუაციის გამოსწორების მიზნით მუშაობენ.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა და მოსახლეობის დახმარების მიზნით ვმოძრაობთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში"- ამბობს ჭიღვარია.

სამდღიანი გადაუდებელი წვიმების შედეგად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გარდა,  ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებიც დაზარალდნენ.
ბაღდათის სოფელ როხში, უხვი ნალექის გამო ხე წაიქცა და ადგილობრივი მოსახლის მარანი დაანგრია. 
Print