ახალი ამბები
რიონის ხეობის ერთ–ერთი აქტივისტი მდინარე რიონში, სავარაუდოდ, გადახტა
FaceBook
რიონის ხეობაში, მდინარე რიონში მამაკაცი, სავარაუდოდ, გადახტა.

არსებული ინფორმაციით, მან 9 აპრილს ღამე სოფელ ნამოხვანში კარავში გაათია. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მამაკაცმა ერთ–ერთ აქტივისტს ტელეფონი გადასცა და დაუბარა, რომ ნივთი მისი მეგობრისთვის გადაეცა, შემდეგ კი მდინარეში გადახტა.

რა მოხდა რიონის ხეობაში, ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ,  რომ მდინარეში  სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
Print