ახალი ამბები
აღმაშენებლის გამზირზე გზის გადაკეტვა სცადეს
FaceBook
ქუთაისში დევნილების კორპუსში მცხოვრებლემა აღმაშენებლის გამზირის გადაკეტვა სცადეს.
ადგილობრივები შენობაში არსებული ლიფტის გაუმართაობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ახლადაშენებულ კორპუსებში ლიფტი ავარიულია.

აღმაშენებლის გამზირზე დევნილთა კორპუსში მცხოვრებლებმა ლიფტის რეაბილიტაციის თანხა აკრიბეს, თუმცა სათანადოდ ვერ შეკეთდა. გაუმართავი ლიფტის გამო მათ მაღალსართულებზე ფეხით ასვლა უწევთ.

აქციის მონაწილეები ცენტრალურ გზაზე შეიკრიბნენ და გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც ადგილზე ხმაური მოყვა.
Print