ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 18 287 პირია აცრილი
FaceBook
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ქვეყანაში 18 287 ადამიანია აცრილი.


ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. მათივე მონაცემებით,  9 აპრილს აიცრა 1026 ადამიანი.

ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო  ანუ ვაქცინაციის დაწყებიდან გასულია 26 დღე.

დღეში უნდაა აცრილიყო 3 ათასზე მეტი ადამიანი, ამ დროისთვის ჯამში  - 78 ათასი. თუმცა აცრილია ოთხჯერ ნაკლები. 

საქართველოში არ არსებობს კვლევა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის მიმართ სამედიცინო პერსონალის განწყობას ასახავს. თუმცა, ვაქცინაციის პროცესი ცხადყოფს, რომ პროცენტულად აცრის მსურველი ექიმისა და ექთნის რაოდენობა კრიტიკულად ნაკლებია მათზე, ვინც არ იცრება.




Print