ახალი ამბები
Pray for Paris - ქუთაისში სოლიდარობის აქცია გაიმართა
FaceBook
Pray for Paris - ამ მესიჯით გამოხატეს სოლიდარობა ფრანგი ხალხის მიმართ ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში.

საფრანგეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის  მედიასკოლის ინიციატივით სოლიდარობის აქცია გაიმართა.

აქცია ახალგაზრდული ცენტრის (ყოფილი კინო "სულიკოს") შენობასთან მოეწყო და მას ცენტრის სხვა ჯგუფების ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.

"ახალგაზრდული ცენტრის მედიასკოლამ სილიდარობა გამოუცხადა ფრანგ ხალხს. ვფიქრობთ, რომ როდესაც თანამედროვე მსოფლიოში ხდება ასეთი ფაქტი, ეს არის შემზარავი და ეს უნდა დაიძლიოს. უნდა დაიძლიოს ფუნდამენტალიზმი ექსსტრემიზმი და ტერორიზმი. ვუერთდებით აქციას,სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს. არა აქვს მნიშვნელობა სად ხდება ტერორისტული აქტი, დღეს ყველანი პარიზელები ვართ", - აღნიშნა ახალგაზდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ.

13 ნოემბრის საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 153 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 220-მდე ადამიანი, აქედან 90 -მდე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოაცხადებული, ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები.

Print