ახალი ამბები
10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა
FaceBook
ენგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.


პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.

დროშა დაუშვეს სახელმწიფო უწყებების შენობებზე, მათ შორის ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზეც. 

11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება

გალში მცხოვრები 4 მოქალაქე 7 აპრილს მდინარე ენგურში დაიღუპა. ისინი მდინარე ენგურის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდნენ.




Print