ახალი ამბები
ქელეხის, ქორწილისა და დაბადების დღისთვის ფართის გაქირავება/გადაცემა იკრძალება
FaceBook
საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მორიგი  შეზღუდვები წესდება.

ახალი რეგულაციის მიხედვით, იკრძალება ისეთი ტიპის სოციალური ღონისძიებისთვის ფართის გადაცემა გაქირავება, როგორიცაა ქორწილი, დაბადების დღე და ქელეხი. ნებისმიერი პირი, რომელიც კონკრეტულ ფართს ამ მიზნით გამოიყენებს, დაჯარიმდება.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, დარღვევის შემთხვევაში ფართის მფლობელი არ ჯარიმდება, თუმცა, მას ეკისრება ვალდებულება, რომ ღონისძიების ორგანიზატორს აცნობოს აღნიშნული აკრძალვების შესახებ.

"იკრძალება ფართის გადაცემა საზოგადოებაში დამკვიდრებული ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით, როგორიცაა ქელეხი, იუბილე, ქორწილი და ა.შ. იცით, რომ ქვეყანაში შეზღუდულია 10-ზე მეტი პირის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია ასეთი ტიპის შეკრებებთან.

ფართის მფლობელი ვალდებულია დამქირავებელს აცნობოს, რომ აკრძალულია აღნიშნული ღონისძიების ჩატარება.  პასუხისმგებლობა კი ეკისრება დამრღვევს, ვინც ჩაატარებს რეგულაციით აკრძალულ შეკრებას", -  განაცხადა  გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში ყველა რეგულაცია, გარდა კომენდანტის საათისა და სოციალურ ღონისძიებებში 10 პირზე მეტი ადამიანის მონაწილეობისა, მოხსნილია, თუმცა, ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ შეზღუდვების დაწესება ისევ საჭირო გახდეს.
Print
თეგები: #შეზღუდვა