ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამდგენი კომისია შეიქმნება
FaceBook
ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება თუ რა ფორმით დაეხმარება სახელმწიფო დაზარალებულ ოჯახებს.



ქუთაისის მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება, თუ რა ფორმით დაეხმარება სახელმწიფო დაზარალებულ ოჯახებს.

ამ დროის მონაცემებით, სამდღიანმა გადაუღებლმა წვიმამ ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსები დატბორა. ასევე, ჩამოინგრა რამდენიმე საცხოვრებლი სახლის კედლები.
მდინარე ოღასკურას ადიდების შედეგად კი, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსების სარდაფები დაიტბორა.
Print