ახალი ამბები
"ვსაქმიანობ, ვმუშაობ" - ქუთაისის მერი პოსტიდან შესაძლო გადადგომაზე
FaceBook
ქუთაისის მერი პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, რომ მუშაობას აგრძელებს და წასვლას არ აპირებს.

"თავის მართლება მიწევს, მაგრამ დიდხანს და ძალიან ხშირად მოგვიწევს თქვენ ჟურნალისტების და მე მერის რანგში შეხვედრა. გირჩევთ, რომ არაკომპეტენტურ ინფორმაციაზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ, დროს ნუ დაკარგავთ. ვსაქმიანობ, ვმუშაობ", - განაცხადა მერმა ბრიფინგზე.

იოსებ ხახალეიშვილის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

დღესვე მერმა ჟურნალისტებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მედიის წარმომადგენლებს შენობაში საშვის გარეშე გადაადგილების უფლება აღარ აქვთ.

ამავე თემაზე:


Print