ახალი ამბები
ქუთაისის მერის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ
FaceBook
ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას, არ ადასტურებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. 

როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"მცდარი ინფორმაციაა",
- ამბობს ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თეონა გიორგაძე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება კი რამდენიმე დღის წინ მერიის შენობაში ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის დაკავებას უკავშირდებოდა.

თავად იოსებ ხახალეიშვილი ამ დრომდე არც სატელეფონო და არც ტექსტურ შეტყობინებას პასუხობს.
Print