ახალი ამბები
მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული გადახდის სისტემა მაისიდან ამუშავდება
FaceBook
ქუთაისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული გადახდის სისტემა მაისიდან ამოქმედდება.

შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელის გიორგი გიორგობიანის განმარტებით, 2 მაისიდან მოქალაქეები ბარათის საშუალებით შეძლებენ მგზავრობის ღირებულების გადახდას.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს პროგრამისტებთან, რომლებმაც უნდა შექმნან პროგრამა. რამდენჯერმე იყვნენ ქუთაისში ჩამოსულები, ნახეს ადგილი, დაათვალიერეს ავტობუსები. ორი მიმართულებაა, პირველი: ელექტრონულად, ბარათის მეშვეობით შეეძლოს ადამიანებს გადაიხადონ სამგზავროს თანხა და მეორე - კასა უნდა დაიდგას, რაშიც ხურდა ჩაიყრება ასე, რომ ვთქვათ და ბილეთსაც ამოწერს", -  განმარტავს გიორგი გიორგობიანი.

მისი თქმით, პროგრამისტებს 6 თვიანი ვალდებულება აქვთ და სწორედ ამ დროში უნდა მოხდეს ავტობუსების ელექტრონულ სისტემაზე  სრულად გადასვლა.
მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქში დილის 8 საათიდან საღამოს რვა საათამდე მუშაობს.

ქალაქს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 36 ავტობუსი გადასცა.




Print