ქუთაისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული
გადახდის სისტემა მაისიდან ამოქმედდება.
შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის"
ხელმძღვანელის გიორგი გიორგობიანის განმარტებით, 2 მაისიდან
მოქალაქეები ბარათის საშუალებით შეძლებენ მგზავრობის ღირებულების
გადახდას.
 
"მოლაპარაკებები მიმდინარეობს პროგრამისტებთან,
რომლებმაც უნდა შექმნან პროგრამა. რამდენჯერმე იყვნენ ქუთაისში
ჩამოსულები, ნახეს ადგილი, დაათვალიერეს ავტობუსები. ორი
მიმართულებაა, პირველი: ელექტრონულად, ბარათის მეშვეობით შეეძლოს
ადამიანებს გადაიხადონ სამგზავროს თანხა და მეორე - კასა უნდა
დაიდგას, რაშიც ხურდა ჩაიყრება ასე, რომ ვთქვათ და ბილეთსაც ამოწერს",
-  განმარტავს გიორგი გიორგობიანი. 
 
მისი თქმით, პროგრამისტებს 6 თვიანი ვალდებულება
აქვთ და სწორედ ამ დროში უნდა მოხდეს ავტობუსების ელექტრონულ
სისტემაზე  სრულად გადასვლა.
მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქში დილის 8
საათიდან საღამოს რვა საათამდე მუშაობს.
 
ქალაქს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 36
ავტობუსი გადასცა.
			 
			
მასალის გამოყენების პირობები