ახალი ამბები
სტიქიამ პრობლემები ქუთაისშიც შექმნა
FaceBook
ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე გადაუღებელი სამდღიანი წვიმების შედეგად პრობლემები შეექმნა ადგილობრივ მოსახლეობას.

ჩამოწოლილმა მეწყერმა გზის სავალი ნაწილი დააზიანა და საფრთხე შეუქმნა ორ საცხოვრებელ სახლს. ერთ- ერთი კერძო სახლის საყრდენი კედელი მთლიანად ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები და ქუთაისის მერი შოთა მურღულია მივიდნენ. ქუთაისის მერის განცხადებით ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება თუ რა ფორმით დაეხმარება სახელმწიფო დაზარალებულ ოჯახებს.
Print