ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში ჟურნალისტი დააკავეს
FaceBook
ქუთაისის მერიის შენობაში პოლიციამ KutaisiToday-ის ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე დააკავა.
დაკავებამდე ჟურნალისტი მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლას ითხოვდა. რასაც მისივე თქმით, მერიის დაცვის თანამშრომლები არ აძლევდნენ.

თუმცა, მოგვიანებით, ბუბა ჩივაძე ქალაქის მერის იოსებ ხახალეიშვილის ოთახში შევიდა, სადაც ქალაქის პირველ პირთან შეხვედრას ითხოვდა.

ის ამბობს, რომ პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მან პატრული გამოიძახა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.

თუ რას ედავებიან სამართალდამცველები ბუბა ჩივაძეს ან რატომ შეეზღუდა მერიაში გაადადგილება ამასთან დაკავშირებით უწყებები განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.
Print