ახალი ამბები
„თავისუფლება გოგი წულაიას“, „შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა“ - აქცია პოლიციის შენობასთან
FaceBook
იმერეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან გოგი წულაიას მხარდამჭერებმა და ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს.

მონაწილეების თქმით, აქცია პოლიტპატიმარ გოგი წულაიასთან ერთად დაგეგმეს.

,,ეს აქცია არის უნიკალური, პატიმარ გოგი წეულაიასთან დავაორგანიზეთ,ვითხოვთ გოგი წულაიას გათავისუფლებას, გამოძიება გაგრძელდეს თუმცა გაათავისუფლონ უკანონო პატიმარი, შეწყვიტოს კომპანია ,,ენკამ" ნამახვანჰესის მშენებლობა"-, ამბობს ლეიბორისტული პარტიის წევრი კახა ჩხარტიშვილი.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა გოგი წულაიას გათავისუფლება და ნამახვაჰესის მშენებლობის შეჩერებაა.

აქციაზე იმყოფებიან გოგო წულაიას ყოფილი თანაპარტიელები, მხარდამჭერები, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები და ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები.

აქციის დასრულების შემდეგ მონაწილეები ქუთაისიდან სოფელ ნამახვანში გაემართებიან.

გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა. პოლიტიკოსის მიმართ თავდაპირველად სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით აღიძრა, თუმცა, მოგვიანებით ბრალი დამძიმდა და გოგი წულაიას მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გოგი წულაიას 4 -დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მომდევნო პროცესი 10 მაისსა ჩანიშნული.


Print