ახალი ამბები
მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა - ქუთაისში ქუჩები დაიტბორა
FaceBook
ქუთაისში ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ოღასკურა ადიდდა და ბუხაიძის ქუჩა დატბორა.

ოღასკურამ ავტოქარხნის დასახლებაშიც  დატბორა მდინარის მიმდებარე ტერიტორიები და წყალი კორპუსის სარდაფებშიც  შევარდა.
იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილის მამუკა ამბროლაძის ინფორმაციით. ამ დროისთვის მდინარე კალაპოტში ჩადგა და საშიშროებას აღარ წარმოადგენს. ავტოქარხნის დასახლებაში  # 14 კორპუსის ორი სადარბაზოს სარდაფი დაიტბორა.  „მაშველები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს ამოტუმბვა", - განაცხადა მამუკა ამბროლაძემ „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში.
ქუთაისში 4 მდინარეა. სპეციალისტების განმარტებით ამ მდინარეებს შორის ოღასკურა ყველაზე დაბინძურებული და საშიშია.
რამდენიმედღიანმა წვიმებმა იმერეთის რეგიონი დააზიანა,  თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე მდ. ჩხარის ადიდებამ გზის 20 მეტრიანი მონაკვეთი მოწყვიტა.
(ფოტო: ია ჩარკვიანი. ქუთაისიპოსტის არქივი)
Print