ახალი ამბები
სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა - უპრეცედენტო მობილიზება რიონის ხეობაში
FaceBook
გუმათის დასახლებაში, რომლის მიმდებარედ გიგანტური ჰესი უნდა აშენდეს მკაცრი საპოლიციო კონტროლია დილიდანვე დაწესებული.


ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, წყლისჭავლის მანქანა და პოლიციის დიდი რაოდენობა.

მოქალაქეებს არ უშვებენ რიონის ხეობაში. თუმცა, ამის მიუხედავად 12 :00 საათზე ადაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ფეხით მიდიან.

"წყლის ჭავვლის ერთი მანქანა დგას. ხედავთ, როგორი მობილიზებაა პოლიციის. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო რომ დთეს აქცია დავგეგმეთ. მთავრობა უკვე რადიკალურ ზომებს მიმართავს", - ამბობს რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი.




ხეობის სხვა მცველები და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ჰესის აშენებას და საკუთარ მიწას ბოლომდე დაიცავენ.

წუხელ ჰესის მოწინააღმდეგეები ღამით პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმა. მხარდამჭერები გეგუთის დასახლებაში გადაადგილების უფლების შეზღუდვას აპროტესტებდნენ.

რიონის ხეობაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რააც "ენკას" ახალი დიერქტორი 3 აპრილს ხეობაში პოლიციის თანხლებით მივიდა. ახალი დირექტორის მისვლის შემდეგ გააქტიურდა სამშენებლო სამუშაოები. 



Print