ახალი ამბები
რიონის ხეობაში აქცია დაიგეგმა
FaceBook
3 აპრილს, სოფელ ნამოხვანში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა  საპროტესტო აქცია დააანონსეს.
აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, აქცია 4 აპრილს, 12 საათზე  გუმათჰესთან ჩატარდება.

"ხვალ გადავინაცვლებთ გუმათჰესთან, 12 საათზე. ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, გთხოვთ, მოხვიდეთ.  აქციაზე ჩვენ მოვითხოვთ, რომ ადამიანები, რომლებიც არიან გუმათში და ვერ ახერხებენ ნამოხვანში ჩამოსვლას, გამოუშვან ეს ხალხი კარვებში.   ჩვენ ყველას გვმართებს ძალების და ნერვების მობილიზება, რომ მშვიდობიანად გავაგრძელოთ ბრძოლა. სადაც სიმართლეა, იქ გამარჯვებაა", – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.  სამუშაოებზე დასაქმებულებს პოლიციის კორდონი იცავს.

ხეობაში მთელი დღის განმავლობაში 
ჩაკეტილია გზა, რის გამოც აქციის მონაწილეები გუმათიდან 
სოფელ ნამოხვანში გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

რიონის ხეობაში დღეს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი ჩავიდა. მერაბ ლომინაძის ხეობაში გამოჩენასა და სამუშაოების განახლებას, ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.


Print