ახალი ამბები
მონა! წადი! - პროტესტის ფონზე განახლებული მშენებლობა რიონის ხეობაში (ვიდეო)
FaceBook
მონა! წადი! -  ამ შეძახილების ფონზე განახლდა ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები რიონის ხეობაში.

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, სოფელში დღეს ტექნიკა გამოჩნდა. ტერიტორიაზე სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხეობაში კომპანია "ენკას" ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე ჩავიდა. იგი ჰესის მოწინააღმდეგეებთან შესახვედრად პოლიციის თანხლებით მივიდა.

ხეობაში სამუშაოების განახლებას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა, რომლებიც ხუთ თვეზე მეტია ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ღამეებს კარვებში ათევენ. პოლიციასთან დაპირისპირების დროს სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს.
ადგილობრივებმა უკვე 160-ე ღამე გაათიეს კარვებში.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print