ახალი ამბები
ქუთაისელ საზოგადო მოღვაწეებზე რვა დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ
FaceBook
ქუთაისის მერია 8 დოკუმენტური ფილმის მომზადებაზე ათი ათას ლარიან ტენდერს აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად მიმწოდებელმა" 8 დოკუმენტური ფილმი უნდა მოამზადოს მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალულ ცნობილ საზოგადო მოღვაწეებზე , სახელწოდებით "მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ბინადართა სავანე".

I სერია მიეძღვნება 
იაკობ ნიკოლაძეს (1798-1871) - ელისაბედ ლორთქიფანიძე- ნიკოლაძეს (1816-1878) გიორგი მაისურაძეს (1817 – 1885)
იოსებ შარაბიძეს (1840 – 1898) სამსონ თოფურიას (1854-1904)
სიმონ გუგუნავას (1839-1909)
გიორგი ზდანოვიჩს (მაიაშვილი) (1855-1917) დავით მიქელაძეს (მეველე) 1843-1918)
კირილე ლორთქიფანიძეს (1839-1919) იოსებ ოცხელს (1865-1919) სილოვან ხუნდაძეს (1860-1928)

II სერია
მელიტონ ბალანჩივაძეს (1862-1937)  იოსებ (იუზა) ზარდალიშვილს (1883-1943) დომენტი ოყრეშიძეს (თომაშვილი) (1867-1952)
თეიმურაზ ლორთქიფანიძეს (1910-1957) შალვა გოგოლაშვილს (ხონელი) (1887-1972)
ალექსანდრე (ატე) ნემსიწვერიძსე (1909-1973)

III სერია
კონსტანტინე მეძველისა (1907-1974) არჩილ გურჯიძეს (1915-1974) დიმიტრი ნაზარიშვილს (1854-1927)
ელენე ნაზარიშვილს (1888-1974) ანდრია სინაურს (სინაურიძე) 1896-1976)

IV სერია
ვასილ ამაშუკელს (1886-1977) ვალერიან მიზანდარს (1911-1982) სულიკო თორთლაძეს (1919-1982)

V სერია
მურად ჭიჭინაძეს (1946-1984) დომენტი ახობაძეს (1919-1987) კაპიტონ (კაკია) აბესაძეს (1900-1987)
ამური ფხაკაძეს (1935-1990)

VI სერია
გრიგოლ ნაცვლიშვილს (1913-1996)მიხეილ ალავიძეს (1916-1996) მიხეილ ჭიჭინაძეს (1918-1996)

VII სერია
დავით კვიცარიძეს (1920-1999)ირაკლი (ირანი) ბაზაძეს (1941-1999) არჩილ კოსტავას (1937-2002) ზურაბ კუხიანიძეს (1930-2003)

VIII სერია
ლევან ახვლედიანს (1928-2004)ამირან იაშვილს (1924-2007)ლევან კოხრეიძეს (1975-2008)
გიორგი ნიკოლაძეს (1923-2011)მიხეილ ნიკოლეიშვილს (1922-2012) რეზო ჭეიშვილს (1933-2015)  

თითოეული სერიის ხანგრძლივობა არანაკლებ 30 წთ.

ფილმს უნდა ჰყავდეს მთხრობელი, რომელიც კადრში და კადრს მიღმა ისაუბრებს თითოეული საზოგადო მოღვაწის შემოქმედებაზე. 

მომსახურების შესყიდვის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დეკემბრამდე.

Print