ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 292 პაციენტი მკურნალობს. მათგან 81 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 5 პირი.

კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებული 9 პაციენტია. თვითიზოლაციაში 935.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 580 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 283 369-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 215 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 274 145-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 804 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 729 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 531 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 198 პისიარ ტესტით.

2 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.81 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.85 %.



Print