ახალი ამბები
ქუთაისის ორ სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
FaceBook
ქუთაისის N7 და N23 სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.


ქუთაისის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის მაია ქციტიშვილის თქმით, სარემონტო სამუშაოების გამო ერთ შენობაში იმყოფებოდნენ  ქუთაისის მე-7 და 23-ე საჯარო სკოლები.

,,ვინაიდან 23-ე სკოლაში სარემონტო სამუშაოებია, მე-7 სკოლაში იყვნენ დროებით, მეორე ცვლაში. კორონავირუსი დაუფიქსირდა აქ ექიმს, რადგან მას შეხება ჰქონდა შემსვლელ-გამომსვლელებთან, სკოლამ და სამინისტრომ მიიღეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, გადასულიყვნენ სრულ დისტანციურზე, 12 დღის ვადით. მხოლოდ ეს შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე. სხვა სკოლებში სიმშვიდე გვაქვს, ჩვეული დინამიკით მიდის სასწავლო პროცესი,"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში ამ ეტაპზე 1950 მოსწავლე დისტანციურად სწავლობს.

,,წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, მიმდინარე კვირაში დისტანციურად სწავლის სურვილის მქონე მოსწავლეების რაოდენობა შემცირებულია. გასულ კვირაში ონლაინ რეჟიმში სწავლა 2265 მოსწავლეს სურდა''-, ამბობს მაია ცქიტიშვილი.

იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რეგიონის კოვიდ კლინიკებში 271 პაციენტი მკურნალობს. მათგან 68 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 6 პირი.

თვითიზოლაციაში 878 ადამიანი იმყოფება.
Print