ახალი ამბები
აპრილიდან Wizz Air ქუთაისიდან ფრენებს აღადგენს
FaceBook
ქუთაისიდან ფრენებს  Wizz Air-ი ათენის, ვარშავის, ვილნიუსისა და ლარნაკის მიმართულებით აღადგენს , მაისიდან კი სხვა ქალაქებიც დაემატება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველ ეტაპზე რეგულარული სამგზავრო რეისების განხორციელება იგეგმება 4 მიმართულებით: ათენი, ვარშავა, ვილნიუსი  და ლარნაკა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air-ს ოპერირების ნებართვა მიენიჭა ყველა მოთხოვნილ საჰაერო ხაზზე (აბუ დაბი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვენა, ვროცლავი, გდანსკი, დორტმუნდი, კატოვიცე, კრაკოვი, მემინგენი, მილანი, პრაღა, ტალინი, სალონიკი, პოზნანი, რიგა, რომი).

აღნიშნულ მიმართულებებზე რეგულარული რეისების დაწყება/განახლება დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე – დანიშნულების ქვეყნებში დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების გათვალისწინებით.

კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარული ფრენების შესრულება გასული წელს, მარტში შეწყდა.

საქართველოს მთავრობამ, რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა პირველი თებერვლიდან მოხსნა და გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობაც, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ პისიარ ტესტის საფუძველზე შემოდიან.

2020 წლის აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა.

Print