ახალი ამბები
იმერეთის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები წესდება
FaceBook
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის  11-კმ 65,3 მონაკვეთზე შეზღუდვები წესდება.

ამის შესახებ ინფორმაციას, საავტომობილო გზების ტეპარტამენტი ავრცელებს.

შიდასახელმწიფოებრივ გზაზე დეპარტამენტი ზღუდარების მოწყობის სამუშაოებს ასრულებს.

"სამუშაოების წარმოების პერიოდში, ზემოაღნიშნულ საავტომობილო გზებზე, სავალი ნაწილი დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ შემდეგ მეორე სამოძრაო მხარეს.აღნიშნული სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2021 წლის 31 მარტი. თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო, სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა ამ ვადაში და შესაბამისად, საჭიროა მისი გაგრძელება 2021 წლის 10 აპრილის ჩათვლით", -  განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გზაზე მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით.
Print