ახალი ამბები
ქუთაისის მერია საახალწლოდ ფოტოგამოფენის მოსაწყობად ტენდერს აცხადებს
FaceBook
აღნიშნული ტენდერის ღირებულბა 3 330 ლარია.


ქუთაისის მერია ადგილობრივი მხატვრების მიერ მიმდინარე წელს შესრულებული ნამუშევრების გამოფენის უზრუნველყოფას გეგმავს. რის გამოც, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 31 დეკემებრს 20 მხატვრის დაახლოებით 80-მდე ნამუშევრის გამოფენის მოსაწყობად მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადების მიღება 28 ნოემბერს დაიწყება და ის 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აღნიშნული ტენდერის ღირებულება 3 330 ლარია.  ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ექსპოზიციის მოწყობა და გამოფენის მონტაჟი-დემონტაჟი. ასევე, გამოფენის მიმდინარეობის დროს უზრუნველყოს ფოტომომსახურება და მინიმუმ 100 კადრის გადაღება, 5 DVD დისკზე ჩაწერა, ფოტოების ფერადი ბეჭდვა (80 ფოტო, ზომით18X24) და კომპიუტერული დამუშავება.
ფოტო ნამუშევრების გამოფენა საგამოფენო დარბაზში "ვარლა" მოეწყობა.
Print