ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე დასაქმებულებს ოთხი თვეა ხელფასი არ აუღიათ
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე დასაქმებულებმა კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი ამბობენ, რომ უკვე ოთხი თვეა ხელფასი არ აუღიათ.

"ამდენის მოთმენა აღარ შეგვიძლია, ვიდრე ხელფასს არ მოგცემენ არ ვაპირებთ სამუშაოს გაგრძელებას", - აცხადებენ დამქირავებელი კომპანიის ადმინისტრაციასთან შეკრებილები.

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოებს კომპანიები "დ ტ ინჟინერინგი" და "დეკონი" ასრულებენ.

კომპანიაში ხელფასის დაგვიანების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დავალიანება დაიფარება და დასაქმებულები კუთვნილ ხელფას მიიღებენ.

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ბიძინა ივანიშვილის ფოდის, ,,ქართუს'' დაფინანსებით აშენდა.

საუნივერისტეტო ქალაქის მშენებლობა ქუთაისელებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, საზეიმოდ ამცნო. მუხნარის ტერიტორიაზე მოწყობილ პრეზენტაციაზე უნივერსიტეტის მაკეტიც წარმოადგინეს და თქვეს, რომ 2019 წელს სასწავლებელი 60 000 სტუდენტის მიღებას შეძლებდა.

წლიდან წლამდე შეიცვალა როგორც მშენებლობის ვადები, ასევე, პროექტის მასშტაბები. ჯერ დაპირებული 2019 წლის ნაცვლად, უნივერსიტეტში სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2020 წელს გადაიტანეს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი გასულ წელს მიიღო. პირველ სასწავლო წელს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ 245 სტუდენტი ჩაირიცხა. უნივერისტეტში სწავლა ჯერჯერობით სამ ფაკულტეტზეა შესაძლებელი. ვახტანგ ცაგარელის თქმით, უნივერსიტეტის ჯამური ბიუჯეტი ერთ მილიარდ ევრომდეა.

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა 2016 წელს დაანონსდა. დაპირების მიხედვით, სასწავლებელი 60 000 სტუდენტზე იქნებოდა გათვლილი. უნივერისტეტს სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიეღო. მოგვიანებით, სამშენებლო პროცსის ვადამ 2020 წლისთვის გადიწია, პირველივე სასწავლო წელს კი უნივერსიტეტმა მხოლოდ 246 სტუდენტის მიღება შეძლო.
Print