ახალი ამბები
თერჯოლის საკრებულოში თანამდებობის პირებმა პოსტები დატოვეს
FaceBook
თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ და მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.


ნინო ჯანელიძე და ნოდარ ფანჩულიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე დღეს გადადგნენ. ფაქტს ადასტურებს ნინო ჯანელიძეც.

მისი თქმით, წასვლის მიზეზი დაპირისპირება არ არის. ამბობს, რომ ის  გუნდში საკრებულოს რიგით წევრად რჩება.

ნინო ჯანელიძე საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წელს დაინიშნა.



Print