ახალი ამბები
„ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ - პრემიერა მესხიშვილის თეატრში
FaceBook
ერთწლიანი პაუზის შემდეგ მესხიშვილის თეატრის შენობაში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.

3-4 აპრილს თეატრის დიდი დარბაზი ლუის ქეროლის "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" პრემიერას უმასპინძლებს.

Სპექტაკლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ელენე მაცხონაშვილია.

Რეჟისორის განმარტებით, "ელისი" არის Სპექტაკლი ბავშვებისთვის და იმ დიდებისთვის რომელთაც ჯერ კიდევ ახსოვთ, რომ ოდესღაც ბავშვები იყვნენ.

"დრამატულ თეატრს მაინც აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა მომავალი მაყურებელი გაზარდოს ქალაქში. გვინდოდა სპექტაკლი ყოფილიყო როგორც გასართობი, ისე შემეცნებითი ხასიათის. Ჩვენი სურვილია. მსოფლიო კლასიკური საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაცია პატარებსა და მოზარდებში", - ამბობს ელენე მაცხონაშვილი.

სპექტაკლი თოჯინური და ცოცხალი პლანის სინთეზია. თოჯინაა ელისის პერსონაჟიც.

"Ნეიტრალური სალაპარაკო ენით გველაპარაკა თანაბრად
Საინტერესო და გასაგები რომ ყოფილიყო როგორც პატარებისთვის, ისე უფროსებისთვის. Ალისა თოჯინაა და მის გარშემო გვხვდებიან სხვადასხვა პერსონაჟები ცოცხალ პლანში", - ამბობს რეჟისორი.

Სპექტაკლი ერთმოქმედებიანია. Მხატვარი თეო კუხიანიძეა. Სპექტაკლში ჟღერს "ელისისთვის" დაწერილი გოგი ჩლაიძის Მუსიკა.

Print