ახალი ამბები
ქუთაისის სკოლამ e-Twinning ტიტული მეორედ მიიღო
FaceBook
ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის  41-ე  საჯარო სკოლამ  e-Twinning-ის სკოლის ტიტული უკვე მეორედ მიიღო.

e-Twinning ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც მასწავლებლებს ერთმანეთთან დაკავშირება, თანამშრომლობა, იდეების გაზიარება და სასწავლო პროექტების განხორციელება შეუძლიათ.

„პროექტის მიზანია: ქვეყნების კულტურის გაცნობა, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, ისტ-ის უნარების და კონკრეტულად პროექტის სპეციფიკური მიზანი რაცაა, ამ ყველაფრის განვითარება“, - ამბობს პროგრამის ელჩი ნინო ჩხეტია.

ნინო ჩხეტიას ინფორმაციით, e-Twinning-ის პროექტების მრავალფეროვანი აქტივობები ასევე მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს მოსწავლეებს.

ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე  ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა უკვე მეშვიდე წელია აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს იტალიის, სერბეთის, ბელგიის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების სკოლებთან თანამშრომლობით.

„e-Twinning-ის  ტიტული პროგრამის მთელი გუნდის მიღწევების აღიარებაა“, - ამბობს ნინო ჩხეტია.

საქართველოში სულ 7-მა სკოლამ მიიღო ეს ტიტული. ქუთაისიდან e-Twinning-ის ტიტული მხოლოდ # 41-ე საჯარო სკოლას ერგო.


Print