ახალი ამბები
ქუთაისში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაზე ბრალდებული შესაძლოა გათავისუფლდეს
FaceBook
ქუთაისში,  2020 წელს საცხოვრებელ სახლში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ქალი შესაძლოა, გათავისუფლდეს. მიზეზი, ნაფიცმსაჯულთა საჭირო რაოდენობის ვერ შერჩევაა.

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, საქმეზე 18 აპრილს ცხრათვიანი ვადა გადის და თუ მსაჯულების შერჩევა ვერ მოესწრება, ბრალდებული გათავისუფლდება.

ოჯახი აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა გაუმართავია და ნაფიციმსაჯულების შერჩევა ამიტომ ვერ ხერხდება. უფლებადამცველები ამბობენ, რომ დაკავებული ბ. კ.  არ არის საქართველოს მოქალაქე და გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანა დატოვოს.

როგორც ადვოკატებმა დღეს განაცხადეს, გარდაცვლილის დედა პატიმრის გათავისუფლების შემთხვევაში თავის დაწვით იმუქრება.

შეგახსენებთ, ქუთაისში მკვლელობა 2020 წლის ივლისში მოხდა. 45 წლის ქალმა განსაკუთრებული სისასტიკით 32 წლის ქალი  საკუთარ სახლში მოკლა. საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.


ამავე თემაზე:

ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
პოლიციამ ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

"რეაგირება დავაგვიანეთ" - რას ყვებიან ქუთაისში მოკლული ქალის მეზობლები

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ქალი გარდაცვლილი იპოვეს
Print