ახალი ამბები
ვინ დამალა ქონება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში
FaceBook
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა 2020 წელს შევსებული დეკლარაციები შეისწავლა.


46 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ათმა ხარვეზებით შეავსო, საიდანაც 7 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია; 4 შემთხვევაში კი საერთოდ არ აქვს დეკლარირებული მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები.  მათ შორის არის იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის,  ლევან კიკნაველიძის  დეკლარაცია.

ლევან კიკნაველიძეს 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უხსენებია, რომ იგი არის შპს “სასარგებლო წყალი ნაბეღლავის” - 100%-იანი  წლის მფლობელი და დირექტორი, ასევე,  შპს “ჯორჯიან ფეროელოის” დირექტორი.

ლევან კიკნაველიძე ასევე არის შპს “გამა 222” -ის  50%-იანი  წილის და შპს “ალიანსი 222” -ის  30% -იანი წილის მფლობელი, ეს ინფორმაცია მან ასახა დეკლარაციაშიც, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია.

ლევან კიკნაველიძეს დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ მისი მეუღლე ქეთევან ძიგრაშვილი შ.პ.ს “ძიგრაშვილი და კონსალტინგ ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორია, რაც კანონის დარღვევაა.


იმერეთის სამხარეო ადმინისტრციაში აცხადებენ, რომ ლევან კიკნაველიძე  დეკლარაციაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
Print