ახალი ამბები
"ერთი საათი არ მოვიდა სასწრაფო"- ქუთაისში ყოფილ სასტუმროში ქალი გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისში, ყოფილ სასტუმრო "თბილისში", სადაც დევნილები ცხოვრობენ, 74 წლის ქალი სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.


ადგილობრივები ამბობენ, რომ გადაუდებელი დახმრების ეკიპაჟმა თითქმის ერთი საათი დაიგვიანა, მათი მისვლის დროს კი ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.

ყოფილი სასტუმროს შენობაში მცხოვრებლები მომხდარში სასწრაფო დახმარებას ადანაშაულებენ და მოითხოვენ საგანგებო სიტუაციების სამსახურმა რეგიონალური ცენტრი ქუთაისშიც გახსნას, რათა გამოძახების მისამართის დადგენასა და კოორდინაციის პროცესში დრო არ დაიკარგოს.

"სამჯერ დავრეკე და ვიდრე მისამართი დაადგინეს, ქალი გარდაიცვალა. 45 წუთიდან ერთ საათამდე დაიგვიანეს. ხმაც ვერ ამოიღეს, იცოდნენ, რომ დამნაშავეები იყვნენ. როდემდე უნდა ეწირებოდნენ ადამიანები თბილისიდან მართულ სისტემას"?- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ვეფხია მიქაუტაძე.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. 

Print