პოლიტიკა
წულუკიანის უწყება კულტურის კოდექსს შეიმუშავებს
FaceBook
კულტურისა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კულტურის კოდექსზე იმუშავებს. ამის შესახებ უწყების მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეების წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროცესს აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი და დღეს უკვე მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია უხელმძღვანელებს.

„კულტურისა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება ასევე იოსებ ბაღათურია. მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია იურისპრუდენციაში პრაქტიკოსი იურისტი. ის არის იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. ის ასევე გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.

ის მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და წლების მანძილზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა. მას აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სასამართლოს სისტემაში პრაქტიკული, მნიშვნელოვანი გამოცდილება. იოსენ ბაღათურია იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს ჩაუდგება“, - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანი ამბობს, რომ თეატრში მსახიობი თავის აზრს გამოთქვამს, აუცილებლად კითხვას საიდან აქვს განსხვავებული აზრი. 

თეა წულუკიანი 2012 წლიდან 2020 წლის ჩათვლით იუსტიციის მინისტრი იყო. რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა.






Print