ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში პისიარ კვლევის გაყალბების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
FaceBook
იმერეთის რეგიონში, პისიარ ტესტის ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, 200 ლარის სანაცვლოდ, დაუმზადა და გადასცა ახალი კორონავირუსის პისიარ ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია დიდი ოდენობით, წინასწარ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შეუვსებელი თაბახის ფურცლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

Print