ახალი ამბები
ცაგერში მეწყერი ჩამოწვა - გარესამყაროს 10 ოჯახია მოწყვეტილი
FaceBook
ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა.
გადაუდებელი წვიმის გამო გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა დიდი მოცულობის მასა, რამაც დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.

აქტიური მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე შეუძლებელია არსებული გზის გაწმენდა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან ქრისტინე კობახიძესთან, პირველ მოადგილესთან

გიორგი მაქარაშვილთან და მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.

სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე შეხვდა სოფლის ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნო მათ საჭიროებებს და დაიგეგმა ალტერნატიული გზის გახსნა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამინდის გამოსვლასთან ერთად დაიწყება დროულად, რათა მოსახლეობას არ შეექმნას გადაადგილების პრობლემა.
Print