ახალი ამბები
"თუ მსახიობი საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს, შევეცდები გავიგო, საიდან მოდის ეს"
FaceBook
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ კულტურის სფეროში  დასაქმებული სხვა პარტიის მხარდამჭერების მიმართ მისი დამოკიდებულება  არ შეიცვლება:
"თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის",  –  განმარტა  "პოსტ ტვ"-ის ეთერში თეა წულუკიანი.

ამასთან ერთად, წულუკიანი შეეხო სპორტის დაფინანსების საკითხსაც და თქვა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაკონტროლდება ბიუჯეტის გადანაწილების საკითხი.

"როდესაც სამინისტროს მოაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა, მას უნდა მოჰყვეს კონტროლიც. სპორტის სფეროში რა ფულიც იდება, უფრო გაკონტროლდება. პირველად ვამბობ ამას ეთერში, ის კონტროლი, რაც არსებობდა, უფრო მეტ გაძლიერებას საჭიროებს. დაფინანსების კრიტერიუმს ერთად უნდა ჩავხედოთ, და სახსრები უნდა მიდიოდეს იმ განხრით, რაც ყველაზე საჭიროა სახელმწიფოს ზოგადი ინტერესისთვის", – ამბობს მინისტრი. 

თეა წულუკიანი 2012 წლიდან 2020 წლის ჩათვლით იუსტიციის მინისტრი იყო.  რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად  დაინიშნა.

Print