ახალი ამბები
პანდემიამდე არ მუშაობდა და ახლაც უმუშევარია გამოკითხულთა 43% - NDI-ს კვლევა
FaceBook
Საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გამოკითხულთა   13%-მა სამსახური დაკარგა და კვლავ უმუშევარია.

Ამ მონაცემებს NDI-ს კვლევა აჩვენებს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარდა.

კვლევის თანახმად, Სამუშაო არ დაუკარგავს და არც შემოსავალი შემცირებია გამოკითხულთა 27%-ს.

კორონავირუსის პანდემიამდე არ მუშაობდა და ახლაც უმუშევარია გამოკითხულთა 43%.

პანდემიამდე არ მუშაობდა და ახლა დაიწყო მუშობა გამოკითხულთა 1%.

NDI-იმ საქართველოში მორიგი კვლევა 2121 წლის 17-24 თებერვალში ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. 




Print