ახალი ამბები
კორონავირუსის საპასუხოდ მთავრობის ეკონომიკური გეგმა ეფექტურია 50% -სთვის - NDI-ს კვლევა
FaceBook
NDI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც თებერვალში ჩატარდა, კორონავირუსის საპასუხოდ მთავრობის შემუშავებულ ეკონომიკურ გეგმას ეფექტურად მიიჩნევს გამოკითხულთა 50 %.


გეგმა არაეფექტურია - 37%-ისთვის.
არ იცის - 13%-მა.
გეგმა ეფექტურია ქალაქში ისე სოფლებში მცხოვრებთა უმეტესობისთვის. გამოკითხულთა 50% და 54% იწონებს მთავრობის ეკონომიკურ სტრატეგიას გეგმას იწონებს გამოკითხულთა ყველა ასაკობრივი გატეგორიიდან უმეტესობა.
Გეგმის მიმართ დადებითადაა განწყობილი "ქართული ოცნების" მომხრეთა 82%.
Სკეპტიკურად განწყობილი მხოლოდ ოპოზიციის მომხრეებია 68%-ია.
NDI-იმ საქართველოში მორიგი კვლევა 2121 წლის 17-24 თებერვალში ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

Print