ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრი საჩხერის კლინიკაში აიცრა
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა  "ასტრაზენეკა" საჩხერის კლინიკაში გაიკეთა.

მისი თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ აცრა იმავე კლინიკაში ჩაეტარებინა, სადაც მან მრავალი წელი იმუშავა.

"გუშინ გაისმა საყვედური საჩხერის კლინიკის მედპერსონალთან მიმართებაში, რომ ისინი უარს აცხადებდნენ აცრაზე.  მე ვთვლი, რომ  ამ კლინიკას აქვს მრავალწლიანი ტრადიცია და აქ მომუშავე მედპერსონალი გრძნობს მაღალ პასუხისმგებლობას. სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ სწორედ ამ კლინიკაში,  სადაც მე გატარებული მაქვს ჩემი საქმიანობის ბევრი დადებითი წელი, ჩამეტარებინა აცრა და მივიჩნიე, რომ ეს იქნებოდა მეტი სტიმულის მომცემი, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე, სამედიცინო პერსონალისთვის", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა აცრამდე სპეციალური კითხვარი შეავსო.


საქართველოში შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "ასტრაზენეკას" პირველი პარტიის 43 200 დოზა, 13 მარტს შემოვიდა, ხოლო იმუნიზაცია 15 მარტს დაიწყო.







Print