ახალი ამბები
44% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI-ის კვლევა
FaceBook
NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

Ამ განწყობას იზიარებს თბილისში გამოკითხულთა უმრავლესობა - 44%. Მხოლოდ 24%-ს მიაჩნია, რომ კურსი სწორია.

ასე ფიქრობს გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. Მათი 45 % არ იწონებს საქართველოს განვითარების კურსს.  მოსაწონი მხოლოდ გამოკითხულთა 29 %-ისთვისაა.

Სოფლებში გამოკითხულთა 44% არ ეთანხმება საქართველოს განვითარების კურსს, ეთანხმება - 24%.

გამოკითხულია ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ასე ფიქრობს გამოკითხულ კაცთა - 46%. ქვეყნის მიმართულებას არ იწონებს გამოკითხულ ქალთა 43%.

Პარტიული ნიშნით ქვეყნის განვითარების კურსით კმაყოფილია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. გამოკითხულთაგან Მათი 61% თვლის, რომ ქვეყანას სწორი განვითარების კურსი აქვს აღებული და მხოლოდ 20%-ია უკმაყოფილო.

ქვეყნის განვითარების კურსს არასწორად მიიჩნევენ და არ ეთანხმებიან ოპოზიციის მხარდამჭერები - 67%.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.
Print