ახალი ამბები
სტიქიამ იმერეთის რეგიონი დააზიანა
FaceBook
მდ. ჩხარის ადიდების შედეგად გზის 20 მეტრიანი მონაკვეთი მოწყდა, რამაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია და მისი გადაკეტვა გახდა საჭირო.


გადაუღებელმა წვიმამ იმერეთის რეგიონში თერჯოლის მუნიციპალიტეტი დააზიანა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მდებარე მდ. ჩხარის ადიდებამ გზის 20 მეტრიანი მონაკვეთი მოწყვიტა.  რამაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია და მისი გადაკეტვა გახდა საჭირო.

მოძრაობა კი ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის გზაზე გადაერთო, აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, თეიმურაზ ჯაფარიძის განმარტენით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის აღდგენით სამუშაოები.
Print