ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში
FaceBook
კვირის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

22 მარტს სინოპტიკოსების ვარაუდით, მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-16 0 იქნება.
23 მარტს ჰაერის ტემპერატურა 18 0- მდე მოიმატებს, საღამოს შესაძლოა იწვიმოს.

24-25 მარტს ამინდის ეროვნული სააგენტოს, მოკლევადიანი პროგნოზების ხელმძღვანელის დოდო გვაზავას თქმით, ორი დღე მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაიკლებს 6-7 0-მდე.

26-27 მარტს ქარის სიჩქარე მოიმატებს, გაძლიერდება დასავლეთით მქროლავი ქარი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-6 0 იქნება.
კვირის ბოლოს გამოიდარებს და ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი.
Print