ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 674 ადამიანი აიცრა
FaceBook
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, "ასტრაზენეკას" წარმოებული ვაქცინით აცრილი ადამიანების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

20 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 674 ადამიანია აცრილი. ყველა მათგანი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან. აცრის შედეგად ორ ექთანს გამოუვლინდა გვერდითი მოვლენა. მათგან ერთს, 27 წლის მეგი ბაქრაძეს აცრიდან 30 წუთში ანაფლექსური შოკი განუვითარდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი 422 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან, 73 შემთხვევა დაფიქსირდა იმერეთში.

სულ,  საქართველოში კორონავირუსის 277 218 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 269 784, გარდაიცვალა 3 691 პაციენტი.


Print